Cookie პოლიტიკა

წინამდებარე Cookie პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს შპს პრემიუმ ლიზინგი (შემდგომ – „ჩვენ") Cookie ფაილებს („მზა ჩანაწერები") თავის ვებგვერდზე www.pl.ge. თუ თანახმა ხართ, Cookie ფაილების გარდა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ვებგვერდის ფუნქციონირებას, თქვენს ბრაუზერში ან მოწყობილობაზე, საიდანაც თქვენ შედიხართ ჩვენს ვებგვერდზე, შეიძლება განთავსდეს სხვა Cookie ფაილები, ვებ შუქურები, პიქსელები ან მსგავსი შენახვის ტექნოლოგია. ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ რა Cookie ფაილებს იყენებს ეს ვებგვერდი და რა მიზნებისთვის.
Cookie-ების ბანერში ღილაკზე „Cookie პარამეტრები" დაწკაპუნებით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი Cookie პარამეტრები და უარი თქვათ Cookie-ების თითოეულ კატეგორიაზე (გარდა მკაცრად აუცილებელი Cookie-ების გარდა)

1. რა არის Cookie და რა მიზნებისთვის ვიყენებთ მათ?

Cookie ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე. მას შემდეგ, რაც ეწვევით ჩვენს ვებგვერდს, თქვენი მოწყობილობის ბრაუზერი იყენებს Cookie-ებს ინფორმაციის გადასატანად ვებგვერდზე ყოველი მომდევნო ვიზიტის დროს, რათა ვებგვერდმა ამოიცნოს მომხმარებელი და დაიმახსოვროს მომხმარებლის არჩევანი (მაგალითად, ენის არჩევანი, შესვლის ინფორმაცია და სხვა პარამეტრები). აღნიშნული კი საბოლოო ჯამში გააადვილებს თქვენს შემდეგს ვიზიტს და საიტი უფრო სასარგებლო გახდება თქვენთვის.
ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის Cookie ფაილებს. როდესაც თქვენ შედიხართ ვებგვერდზე, ჩვენ განვათავსებთ მკაცრად აუცილებელ Cookie ფაილებს თქვენს ბრაუზერში ან მოწყობილობაში. სხვა ტიპის Cookie ფაილები შეინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაეთანხმებით ასეთი Cookie ფაილების გამოყენებას. აქ მოცემულია დამატებითი დეტალები Cookie ფაილების შესახებ, რომლებიც შეიძლება იყოს შენახული თქვენს მოწყობილობაში ან ბრაუზერში, როდესაც შედიხართ ჩვენს ვებგვერდზე.

• მკაცრად აუცილებელი Cookie ფაილები

მკაცრად საჭირო Cookie ფაილები გვეხმარება ვებგვერდის მარტივად გამოსაყენებლად ისეთი ძირითადი ფუნქციების მიწოდებით, როგორიცაა გვერდის ნავიგაცია, ენის შერჩევა, ავტორიზაცია და ფორმების შევსება. ვებგვერდი არ იმუშავებს ამ Cookie-ების გარეშე და მათი გამორთვა შეუძლებელია. ეს Cookie ფაილები არ ავლენს მომხმარებლის ვინაობას და არ აგროვებს მომხმარებლის პირად ინფორმაციას. ისინი ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე ბრაუზერის დახურვამდე.

• ანალიტიკური Cookie ფაილები

ეს Cookie ფაილები საშუალებას გვაძლევს დავთვალოთ ვიზიტები და ტრაფიკის წყაროები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებგვერდის მუშაობა. ისინი გვეხმარებიან გავიგოთ რომელი გვერდებია ყველაზე მეტად და ნაკლებად პოპულარული და ვნახოთ, რას ირჩევენ ვიზიტორები ვებგვერდზე. ყველა ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ამ Cookie ფაილებისგან, არის გაერთიანებული ფორმით. ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის Cookie ფაილებს, რომლებიც დაყენებულია თქვენს მოწყობილობაზე.

• მარკეტინგი და მიზნობრივი Cookie ფაილები

ეს Cookie ფაილები შეიძლება დაყენდეს ჩვენი საიტის მეშვეობით ჩვენი სარეკლამო პარტნიორების მიერ. ისინი შეიძლება გამოიყენონ ამ კომპანიებმა თქვენი ინტერესების პროფილის შესაქმნელად და სხვა ვებგვერდებზე შესაბამისი რეკლამის საჩვენებლად. ისინი არ ინახავს უშუალოდ პირად ინფორმაციას, მაგრამ ეფუძნება თქვენი ბრაუზერის და ინტერნეტ მოწყობილობის ცალსახად იდენტიფიკაციას. თუ არ დაუშვებთ ამ Cookie ფაილს, შესაძლოა ვერ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებები. ეს Cookie ფაილები დაყენებულია თქვენს მოწყობილობაზე.

2. მესამე მხარის Cookie ფაილები

ჩვენი ვებგვერდი იყენებს მესამე მხარის სერვისებს, როგორიცაა ანალიტიკა, რაც გვაცნობებს რა არის პოპულარული ჩვენს ვებგვერდზე და რა არა, რითაც ჩვენი ვებგვერდი უფრო გამოსადეგი გახდება. მესამე მხარის Cookie ფაილებიდან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მუშავდება შესაბამისი სერვისის პროვაიდერის მიერ, ამიტომ გთხოვთ, წაიკითხოთ ამ სერვისის პროვაიდერების კონფიდენციალურობის პოლიტიკაც. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მესამე მხარის Cookie ფაილების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს.
მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ Google Analytics Cookie ფაილები ჩვენი მომხმარებლების ურთიერთქმედების გასაზომად. ეს Cookie ფაილები აგროვებს ინფორმაციას ვებგვერდთან თქვენი ურთიერთქმედების შესახებ, როგორიცაა უნიკალური ვიზიტები, განმეორებითი ვიზიტები, სესიის ხანგრძლივობა, ვებგვერდის აქტივობა.
ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ Facebook პიქსელები, ჩვენს ვებგვერდზე მომხმარებლის აქტივობის შესახებ ინფორმაციის დასამუშავებლად, როგორიცაა მონახულებული ვებგვერდი, Facebook იდენტურობა, ბრაუზერის მონაცემები და სხვა. Facebook-ის პიქსელებიდან დამუშავებული ინფორმაცია გამოიყენება თქვენს ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამების მოსაწოდებლად Facebook-ის საშუალებით, ასევე მოწყობილობებს შორის კონვერტაციისა და ჩვენს ვებგვერდზე მომხმარებლის ინტერაქციის გასაზომად.

3. როგორ ვაკონტროლოთ Cookie ფაილები

ჩვენი ვეგბერდის მონახულებისას, თქვენ გაჩვენებთ ინფორმაციულ განცხადებას, რომ ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს და ითხოვს თქვენს თანხმობას ანალიტიკური და მარკეტინგული Cookie ფაილების ჩართვაზე. თუ გსურთ გააუქმოთ თქვენი თანხმობა ან შეცვალოთ Cookie ჩანაწერების პარამეტრები, ამის გაკეთება შეგიძლიათ ზემოთ მოცემული Cookie პარამეტრების ღილაკზე დაწკაპუნებით.
თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა ანალიტიკურ ან/და მარკეტინგულ Cookie ფაილებზე, ასევე წაშალოთ თქვენს ბრაუზერში შენახული ყველა Cookie ფაილი თქვენი ბრაუზერის Cookie ისტორიის წაშლით. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ დაბლოკოს Cookie ფაილების შენახვა. თქვენს ბრაუზერში „დახმარების" ღილაკზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ იპოვოთ ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ აიცილოთ ბრაუზერის მიერ Cookie ფაილების შენახვა, ასევე, თუ რა Cookie ფაილებია უკვე შენახული და წაშალოთ ისინი, თუ გსურთ. პარამეტრების ცვლილებები უნდა განხორციელდეს თითოეული ბრაუზერისთვის, რომელსაც იყენებთ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ცალ-ცალკე უარი თქვათ Google Analytics-ისთვის თქვენი ვებგვერდის აქტივობის ხელმისაწვდომობაზე Google Analytics-ის ბრაუზერის დამატებების დაყენებით, რაც ხელს უშლის თქვენი ვებგვრდის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის Google Analytics-თან გაზიარებას.

4. Cookie პოლიტიკის ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროდადრო შევცვალოთ და განვაახლოთ Cookie პოლიტიკის წესები. ცვლილებები ძალაში შევა ვებგვერდზე ატვირთვისთანავე.

5. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან ან წინამდებარე Cookie ფაილის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან გსურთ ისარგებლოთ თქვენი მონაცემთა სუბიექტის უფლებებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე info@premiumleasing.ge.
წინამდებარე Cookie პოლიტიკა ძალაშია 01/02/2025-დან.