კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვინ ვართ ჩვენ

შპს პრემიუმ ლიზინგი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
საიდენტიფიკაციო კოდი: 404734212
ვებ გვვერდი: www.pl.ge

დოკუმენტის მიზანი

წინამდებარე დოკუმენტით, გაგიზიარებთ ინფორმაციას ყველა იმ პრინციპის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას. ასევე, გაგაცნობთ, თუ როგორ გიცავთ კანონი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

როგორ გიცავთ კანონი

თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. თქვენ უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
  • გაცხადებული გაქვთ თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენს შორის დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით/რეგულაციებით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • კანონის თანახმად, თქვენი მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან თუ თქვენი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეთ;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად (მომსახურების გასაწევად), ან/და
  • მონაცემთა დამუშავება ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

როგორ მოვიპოვებთ თქვენს მონაცემებს

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოვიპოვებთ ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან, კერძოდ:
  • როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე;
  • როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი და იყენებთ ჩვენ მომსახურებებს;
  • სატელეფონო კომუნიკაციისას, ან ფილიალში ვიზიტისას;
  • როდესაც იყენებთ ჩვენს ციფრულ არხებს;
  • წარმოგვიდგენთ დოკუმენტაციას, ან როდესაც გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
  • როდესაც ვდებთ გარიგებას მესამე პირებთან და ვიღებთ მათგან პერსონალურ მონაცემებს;
  • საჯარო წყაროებიდან.

„მზა ჩანაწერები" (Cookies)

ჩვენს ვებ გვერდზე მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების" (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ ვებ გვერდით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი.
„მზა ჩანაწერები" მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.

თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი მომართვის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც მონაცემთა გაცნობა, ისე მათი ასლების გადმოცემა.
კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის დაბლოკვა, ცვლილება, გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, გადატანა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
თუ გსურთ, რომ ჩვენთან სრულად შეწყვიტოთ საქმიანი ურთიერთობა და ამავე დროს, შეწყდეს თქვენი მონაცემების დამუშავება, მათ შორის, თუ გსურთ, რომ აღარ მიიღოთ საინფორმაციო ან/და მარკეტინგული შეტყობინებები, გთხოვთ, მოგვმართეთ წერილობით. თქვენს მოთხოვნას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შევასრულებთ და გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ვეღარ მიიღებთ თქვენზე მორგებულ შეთავაზებებს და ისეთ საინფორმაციო შეტყობინებებს, რომლებიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა შეგვეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა წაშლის შესაძლებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, სალიზინგო კომპანიის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან ან/და სხვა სამართლებრივი აქტებიდან.

მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია

კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ჩვენ უფლება გვაქვს, თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან, მაგ. საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები)სგან (მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაციის ჩათვლით), აგრეთვე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გაზიარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც მხარდაჭერა უნდა გაგვიწიონ მომსახურების გაწევა მაგალითად:
  • თუ თქვენ სალიზინგო საზღაურის გადახდას განახორციელებთ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მეშვეობით, ჩვენ შესაძლოა დაგვჭრდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება.
თქვენი ინფორმაცია, მომსახურების გაწევის, პროდუქტების შექმნისა და განვითარების, შეთავაზების მიზნით, ასევე შეიძლება გაზიარდეს ჩვენი ჯგუფის წევრ კომპანიებთან.
იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურება, რომელიც უნდა მივიღოთ მესამე პირებისაგან და შეიძლება საჭიროებდეს თქვენი მონაცემების გაზიარებას, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი სფეროებით:
  • ვებ-ინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება;
  • IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის (მაგ.: „cloud") სერვისები;
  • იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან შესაბამისი პირები;
  • თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია.
სალიზინგო საკრედიტო ურთიერთობის მთელი პერიოდისთვის, კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის თქვენი გადახდების შესახებ ინფორმაციას, დახურული და ვადაგადაცილებული სესხების დეტალებს, ვაწვდით საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ს. თავის მხრივ, საკრედიტო ბიურო, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ინფორმაციას უზიარებს სხვა პირებს.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაზიარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა, მაგალითად, თუ კომპანია გადაწყვეტს სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს რეორგანიზაცია.
ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლებით, მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა და ამასთან, ასეთი მესამე პირები იკისრებენ მონაცემთა სათანადო წესით დამუშავების და კონფიდენციალურობის ვალდებულებას.
იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უარს იტყვით მონაცემთა მესამე პირებისთვის გაზიარებაზე, თქვენთვის მომსახურების გაწევა შეიძლება შეფერხდეს.

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემის საერთაშორისო გადაცემა, აღნიშნული განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, ასეთი გადაცემისას, მივმართავთ ყველა ძალისხმევას, რათა მონაცემები გადავცეთ უსაფრთხოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან სრული შესაბამისობით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის

თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ - მათი დამუშავება საჭიროა იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტების და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია.
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო.
თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მუშავდება თქვენი თანხმობით.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. თქვენს მოთხოვნას, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში შევასრულებთ.
თქვენ, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ სავალდებულო შეტყობინებებს, თქვენს სარგებლობაში უკვე არსებულ პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, მათ შორის, შეტყობინებებს ასეთ პროდუქტებში ან/და მომსახურებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ და ვინახავთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

თანხმობის გაუქმება

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობის გაუქმების შესახებ მოთხოვნა შეგიძლიათ ბანკს წარუდგინოთ ნებისმიერ დროს. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენ მიერვე გაცხადებული თანხმობა.
თანხმობის გაუქმების შემთხვევაში, შესაძლოა შეფერხდეს ჩვენი მომსახურება და ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.
თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ამავე პოლიტიკით განსაზღვრული ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალებით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

წინამდებარე დოკუმენტი პერიოდულად განახლებადია ჩვენს მიერ.
დოკუმენტში ცვლილებები შეიტანება ჩვენს ვებ გვერდზე გამოქვეყნების გზით და ცვლილებებს უნდა გაეცნოთ პერიოდულად. ცვლილებების შესახებ პერსონალურად გეცნობებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.

როგორ დაგვიკავშირდეთ

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე ან მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ ფოსტაზე: info@premiumleasing.ge