მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 4 სექტემბრიდან კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ მართავთ იურიდიულ პირზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და თქვენს მიმართ გამოიყენება ორი ადმინისტრაციული სახდელი. ჩვენს შორის გაფორმებული სალიზინგო ხელშეკრულების თანახმად თქვენ გეკისრებათ ვალდებულება სატრანსპორტო საშუალება იქონიოთ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 119 II პრიმა მუხლის ფარგლებში გამოწერილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სახდელის გადახდა ეკისრება ლიზინგის მიმღებს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს სახდელის გაზრდილ ოდენობას. შპს პრემიუმ ლიზინგი მოგმართავთ თხოვნით, გამართოთ ავტოსატრასპორტო საშუალება და გაატაროთ ტექნიკური ინსპექტირება, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი არასასიამოვნო შედეგები. თუ ფილიალებში მოსვლით და განცხადების დაფიქსირებით;

პირდაპირი მარკეტინგი

გულისხმობს, რომ ლიზინგის მიმღები თანახმაა, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, მიიღოს ლიზინგთან დაკავშირებული სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები/შეთავაზებები; ლიზინგის მიმღებს, უფლება აქვს ხელშეკრულების გაფორმებისას დაეთანხმოს ან უარი განაცხადოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების თანხმობას ან შემდგომში, ნებისმიერ დროს გამოიხმოს თანხმობა/დაეთანხმოს მას. თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში შპს პრემიუმ ლიზინგი აღარ დაამუშავებს მომხმარებლის მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის (იმ ფარგლებში, რაც დაფიქსირებული იქნება ლიზინგის მიმღების მოთხოვნაში). თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერი ხელმისაწვდომი ფორმით, კერძოდ: ელექტრონული ფოსტის (info@premiumleasing.ge), ვებ გვერდისა (www.pl.ge) თუ ფილიალებში მოსვლით და განცხადების დაფიქსირებით.