ხშირად დასმული კითხვები

პროდუქტი

ავტო ლიზინგის დახმარებით, შეგიძლია სულ რაღაც 1 დღეში შეიძინო სასურველი ავტომობილი. თუ უკვე შეარჩიე ავტომობილი, შეავსე განაცხადი და დამტკიცების შემთხვევაში დაიწყე ავტომობილის მართვა იმავე დღეს. 

ჩვენ გთავაზობთ დაფინანსებას 100,000 ლარამდე 84 თვემდე ვადით და შენზე მორგებულ გადახდის გრაფიკს. ავტო ლიზინგის მოქმედების პერიოდში შენ ინარჩუნებ ავტომობილის მართვის უფლებას. 

თუ ფლობ ავტომობილს და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გჭირდება თანხა, უკულიზინგის დახმარებით, შეგიძლია სულ რაღაც 1 დღეში მიიღო დაფინანსება. შეავსე განაცხადი და დამტკიცების შემთხვევაში მიიღე დაფინანსება და განაგრძე შენი ავტომობილის მართვა.

ჩვენ გთავაზობთ ყველაზე სწრაფ ავტომობილების უკულიზინგს საქართველოში, დაფინანსებას 100,000 ლარამდე 84 თვემდე ვადით და შენზე მორგებულ გადახდის გრაფიკს. უკულიზინგის მოქმედების პერიოდში შენ ინარჩუნებთ ავტომობილის მართვის უფლებას.

განაცხადის შევსება

განაცხადის შევსება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს 21-დან 65 წლამდე.

PL.ge-ში შეძლებთ მიიღოთ 100,000 ლარამდე დაფინანსება.

ავტო ლიზინგით/უკულიზინგით სარგებლობის ვადაა 3-დან 84 თვემდე.

თავდების საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად, თითოეული განაცხადის მიხედვით.

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო ლიზინგის და უკულიზინგის მომსახურებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ სხვა საკრედიტო ვალდებულება.

აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ ინდივიდუალურად განვიხილავთ თქვენს განაცხადს და დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ დაფინანსებას ერთი სამუშაო დღის ვადაში.

საკრედიტო ისტორია ფასდება ინდივიდუალურად. აუცილებელი პირობაა, არ გქონდეთ ყადაღა და არ ფიქსირდებოდეთ მოვალეთა რეესტრში.

შეარჩიეთ სასურველი ავტომობილი და შეავსეთ განაცხადი ვებ-გვერდზე www.PL.ge. განაცხადი უნდა მოიცავდეს როგორც პერსონალურ ინფორმაციას, ისე ინფორმაციას შესაძენი ავტომობილის შესახებ. განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი დამატებითი ინფორმაციის შესავსებად. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენ უნდა მობრძანდეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, გააფორმოთ ხელშეკრულება, შემდეგ გააფორმოთ ავტომობილი შსს-ს მომსახურების სააგენტოში შპს პრემიუმ ლიზინგის სახელზე და მიიღოთ დაფინანსება ავტომობილის შესაძენად.

შეავსეთ განაცხადი ვებ-გვერდზე www.PL.ge. განაცხადი უნდა მოიცავდეს როგორც პერსონალურ ინფორმაციას, ისე ინფორმაციას თქვენი ავტომობილის შესახებ. განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი დამატებითი ინფორმაციის შესავსებად. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენ უნდა მობრძანდეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, გააფორმოთ ხელშეკრულება, შემდეგ გადააფორმოთ ავტომობილი შსს-ს მომსახურების სააგენტოში შპს პრემიუმ ლიზინგის სახელზე და მიიღოთ დაფინანსება ავტომობილის გირაოს სანაცვლოდ.

ავტო ლიზინგის/უკულიზინგის მისაღებად აუცილებელია იყოთ 21-დან 65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, წარმოადგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექნიკური პასპორტი, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის ნომერი. ასევე, ავტომობილის გამოშვების წელი უნდა იყოს 2005 წლიდან ზევით.

მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო არაა. ადგილზე თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მანქანის ტექ. პასპორტი.

გამოგვიგზავნეთ განაცხადი ვებ გვერდიდან www.PL.ge, ჩვენი წარმომადგენელი 5 წუთში დაგიკავშირდებათ. ჩანიშნეთ ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში და საბოლოო პასუხს 15 წუთში მიიღებთ. ავტომობილის შპს პრემიუმ ლიზინგის სახელზე გაფორმების შემდეგ, თანხას ნახევარ საათში მიიღებთ.

1. შეარჩიეთ სასურველი ავტომობილი და შეავსეთ განაცხადი ვებ-გვერდზე www.PL.ge
2. განაცხადის განხილვა მოხდება
15 წუთში
3. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მობრძანდებით PL.ge-ს ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად
4. ხელშეკრულების გაფორმებისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის შპს პრემიუმ ლიზინგის სახელზე გადაფორმებისთანავე თქვენ
მიიღებთ თანხას და დაიწყებთ ავტომობილის მართვას

1. თუ გყავთ ავტომობილი და გჭირდებათ დაფინანსება, შეავსეთ განაცხადი ვებ-გვერდზე www.PL.ge
2. განაცხადის განხილვა მოხდება 
15 წუთში
3. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მობრძანდებით PL.ge-ს ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად
4. ხელშეკრულების გაფორმებისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის შპს პრემიუმ ლიზინგის სახელზე გადაფორმებისთანავე თქვენ 
მიიღებთ თანხას და განაგრძობთ თქვენი ავტომობილის მართვას

ავტომობილის შესახებ

ავტოლიზინგით სარგებლობისთვის, განაცხადის შევსების დროს სასურველია შერჩეული გქონდეთ ავტომობილი, რომლის შეძენაც გსურთ. თუ განაცხადის შევსების დროს არ გაქვთ ავტომობილი შერჩეული, თქვენ შესაძლოა მაინც დაგიმტკიცდეთ დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი, თქვენი შემოსავლების და საკრედიტო ინფორმაციის გათვალისწინებით. ასეთ დროს თქვენ მოგიწევთ შეარჩიოთ შესაძენი ავტომობილი უკვე დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

PL.ge-ს ავტო ლიზინგით/უკულიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო დაზღვევის მომსახურებით.

ავტომობილს აფასებენ PL.ge-ს პროფესიონალი შემფასებლები. პირველადი შემოწმება ხდება დისტანციურად, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი ავტომობილის საბოლოო შეფასება ხდება ჩვენს რომელიმე სერვის ცენტრში.

ფინანსდება ავტომობილის საბაზრო ღირებულების 90%-მდე.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თქვენ გენიჭებათ ავტომობილის მართვის უფლება, ხოლო შპს პრემიუმ ლიზინგი ავტო ლიზინგის/უკულიზინგის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ხდება ავტომობილის მფლობელი. თქვენ შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას იხდის ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირი.

მოცემულ შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე ან მოგვმართეთ სერვის ცენტრში და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია. სერვის ცენტრების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კონტაქტის გვერდზე.

გადახდები

ყოველთვიური შენატანის გადახდა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით ან ბანკის ფილიალიდან, ასევე ქვემოთ ჩამოთვლილი თვითმომსახურების აპარატების საშუალებით: PAYBOX, TBC Pay, Express Pay.

თუ თანხის გადარიცხვა ხორციელდება შიდასაბანკო გადარიცხვით, თანხა აისახება რამდენიმე წუთში. თუ გადარიცხვა ხორციელდება გარესაბანკო გადარიცხვით, თანხა აისახება მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღეს. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ თქვენ მიიღებთ ტექსტურ შეტყობინებას მობილური ტელეფონის ნომერზე.

ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვა შესაძლებელია ავტო ლიზინგის/უკულიზინგის ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. თანხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო დამოკიდებულია სალიზინგო ხელშეკრულების დარჩენილ ვადაზე.

თუ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი გადახდა, შევეცდებით თქვენთან ერთად ვიპოვოთ სიტუაციიდან გამოსავალი. თუ დროულად დაფარვის პრობლემა შეგექმნათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება მოკლე ვადაში. გაახანგრძლივეთ ლიზინგის ხელშეკრულების ვადა, შეცვალეთ გადახდის თარიღი ან გადაავადეთ მიმდინარე თვის სალიზინგო თანხა. თითოეული კლიენტისადმი მიდგომა ინდივიდუალურია, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით და ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში.

ზოგადი საკითხები

სალიზინგო თანხის სრულად დაფარვის შემდეგ დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რომ გსურთ ავტომობილის გადაფორმება თქვენს სახელზე. მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში და აიღეთ ავტომობილის თქვენს სახელზე გადაფორმების მინდობილობა. სერვის ცენტრების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კონტაქტის გვერდზე.

ცვლილების შესახებ გთხოვთ შეგვატყობინოთ ცხელ ხაზზე 032 250 20 60, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე info@premiumleasing.ge ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში. სერვის ცენტრების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კონტაქტის გვერდზე.

დიახ, სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში. სერვის ცენტრების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კონტაქტის გვერდზე.